ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს
ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, კოვიდ პანდემიის გამო შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე აუცილებელია ბიუჯეტში 30 000 ლარის მობილიზება.
კერძოდ, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ესაჭიროება -4 000 ლარი მოქალაქეთა ვაქცინაციისა და დატესტვის ტრანსპორტირების ხარჯებისთვის.
ა(ა)იპ სათნოების სახლს-14 000 ლარი, ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობის კვებისთვის, კოვიდინფიცირებულ ბენეფიციართა ბინაზე მომსახურების, სადიზინფექციო საშუალებების და კომუნალური ხარჯების გასაწევად.
12 000 ათასი ლარი საჭიროა სარეზერვო ფონდის შესავსებად.
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროებათ ახალი ავტომობილების შეძენა, ვინაიდან ავტომობილები, რომლებიც ამჟამად ექსპლუატაციაშია ამორტიზირებულია და მათ მოვლაზე, შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე უკვე მერამდენე წელია ყოველწლიურად იხარჯება დიდი ოდენობით თანხები. ავტომობილების შესაძენი 150,0 ათასი ლარის ხარჯის გასაწევად შესაძლებელია გამოყენებული იქნას მიმდინარე 2021 წელს სანებართვო მოსაკრებლების გეგმის გადაჭარბებით შესრულებით მიღებული დამატებითი შემოსავალი 80,0 ათასი ლარის ოდენობით, არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაცია) მიღებული შემოსულობები 30,0 ათასი ლარის ოდენობით და სოფლის მხარდამჭერ პროგრამაში საკუთარი საბიუჯეტო სახსრებით გასაწევი პროექტების ეკონომია 40,0 ათასი ლარის ოდენობით. 75,0 ათასი ლარი მიმართული იქნას საკრებულოს და 75,0 ათასი ლარი მერიის ავტომობილის შესაძენად. აღნიშნულიდან გამომდინარე ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - შემოსულობების ნაწილში 17 911,8 ათასი ლარი გაიზრდება 110,0 ათასი ლარით და განისაზღვრება 18 021,8 ათასი ლარი. - გადასახდელების ნაწილში 21 795,4 ათასი ლარი გაიზრდება110.0 ათასი ლარით და განისაზღვრება 21 905,4 ათასი ლარით. ხარჯების დასაფარავად გამოყენებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთი უცვლელია და განისაზღვრება 3 383,6 ათასი ლარით -" ვკითხულობთ მოხსენებით ბარათში.
საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.
აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას დღეს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.