სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled%20design1.jpg

ხარაგაულის ხედებით მოხატული 150 - ზე მეტი მხატვრული ტილო თბილისში გამოიფინება

პლენერ ,,გამას“ ფარგლებში  შესრულებული 150 - ზე მეტი ნამუშევარი დედაქალაქში მრავალრიცხოვანი დამთვალიერებლის წინაშე წარსდგება.

გამოფენას  გალერეა ,, Silk Factory Studio “ , აბრეშუმის გალერეა" უმასპინძლებს.

გამოფენის გახსნას დაესწრება ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს  ხელშეწყობით რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მხატვრებისთვის  პლენერ გამას უკვე  ექვსი წელიწადია ატარებს.

ყოველ წელს , ხარაგაულში პლენერს ცნობილი მხატვრები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ.

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მოუთმენლად ელოდება  ხარაგაულზე შეყვარებულ ყველა ადამიანს გამოფენაზე. რაც მთავარია, მათ  ელოდებათ მუზად ქცეული ხარაგაული” - აცხადებს იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი და პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი.

გამოფენა " მუზად ქცეული ხარაგაული", 30 ნოემბერს, საღამოს 6.00 საათზე გაიხსნება.

მისამართი: მერაბ კოსტავას 59.

 

 

ნანახია: 230 - ჯერ