სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0060.JPG

ხარაგაულის ოთხი სკოლა ონლაინ სწავლებაზე რჩება

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებსა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ხარაგაულში დისტანციურ სწავლებაზე რჩება  ვახანის, წყალაფორეთის, ნადაბურისა და ლაშის საჯარო სკოლები.

ასევე დისტანციურ სწავლებაზეა ბორითის საჯარო სკოლის მესამე კლასი.

„ ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვისა და მასწავლებლის ჯანმრთელობა. სკოლებში ინფიცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციებს ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობით  და საჭიროების შემთხვევაში სკოლის დირექტორებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  სამსახურთან შეთანხმებით  ვიღებთ  სკოლების  დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილებას. სამინისტროს კი ყოველ ხუთშაბათს ვაწვდით ინფორმაციას სკოლებში ეპიდ-მდგომარეობასთან დაკავშირებით. “

ხარაგაულის საჯარო სკოლებში დაცულია  ყველა რეკომენდაცია, რაც განპირობებულია ამ დროისთვის არსებული ეპიდ-ვითარებით.
ნანახია: 1224 - ჯერ