სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0897.JPG

საპატიო ხარაგაულელი, ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა

2016 წელს ლევან ცუცქირიძეს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. მის მიერაა მოხატული თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი, ილუსტრირებული აქვს არაერთი წიგნი.  ლევან ცუცქირიძის ნამუშევრები საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და  არაერთ კერძო კოლექციაშია დაცული. მხატვრის ნამუშევრები ინახება, ასევე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე:

,,დიდი მხატვარი  და დიდი პიროვნება, საპატიო ხარაგაულელი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა.

მისი სახელი უკვდავია ქართულ ხელოვნებაში. მისი პატივისცემით და სიყვარულით შეიქმნა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში  შესანიშნავი გალერეა, რომელზედაც მრავალი თაობა გაიზრდება. ეს უანგარო მაგალითი მშობლიური მხარის  სიყვარულისა კი, დარჩება ხარაგაულის ისტორიაში , როგორც  სიყვარულის, პატრიოტიზმის და პატივისცემის უდიდესი გამოხატულება.“

საპატიო ხარაგაულელის წოდება ლევან ცუცქირიძეს 2017 წელს მიენიჭა.

სამარადისო ხსოვნა ხელოვნების დიდ ქურუმს ლევან ცუცქირიძეს.

ნანახია: 1155 - ჯერ