სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/_DSC0049.JPG

,,ხარაგაულის თეატრი საუკეთესოა თავისი შემოქმედებითი პოტენციალით და ღირებული რეპერტუარით“ - ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე

პროექტში ,,ტელესპექტაკლები“ ხარაგაულის თეატრის სამი სპექტაკლი

უმნიშვნელოვანესი პროექტ  ,,ტელესპექტაკლები” -ს  უნიკალურ არქივში ამჯერად ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის (რეჟისორი, ირინე ჩხეიძე) სპექტაკლი ,,ორნი“ დაიდებს ბინას.

აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ხარაგაულის თეატრს უკვე მესამედ ესტუმრა.

გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 ინფორმაციისთვის, დღემდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში,   რეგიონული თეატრების დადგმებთან ერთად გადაიღეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს ხარაგაულის თეატრის ორი სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“,,თანამდევი სული“, რომლებიც  ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა.

რით დააინტერესა ხარაგაულის სახალხო თეატრმა პროექტ ,,ტელესპექტაკლები“ -ს შემოქმედებითი ჯგუფი ამაზე ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე, სატელევიზიო პროექტ  ,,ტელესპექტაკლების" პროდიუსერი გვესაუბრება.

,,რაც  შეეხება ჩვენს ინტერესს ხარაგაულის თეატრის მიმართ, თითქმის ყოველწლიურად ვარ ფესტივალის ,, თეატრალური იმერეთის"  ჟიურის წევრი. დაახლოებით, 7 წლის წინ ვნახე  ხარაგაულის თეატრის სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი", რომელიც ძალიან მომეწონა. მინდა გითხრათ, რომ სახალხო სტატუსის მატარებელ თეატრებს  შორის ხარაგაული ერთ -ერთი საუკეთესო თეატრია თავისი  შემოქმედებითი პოტენციალით და ღირებული რეპერტუარით , რამაც მოგვცა შესაძლებლობა  დაგვერწმუნებინა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი რომ ხარაგაულის თეატრი ნამდვილად  იმსახურებდა ჩვენ პროექტში კვლავ მონაწილეობას. ეს არის მესამე სპექტაკლი,  რომელსაც ხარაგაულში ჩავწერთ.

ჩვენ ძირითადად სახელმწიფო  სტატუსის მატარებელ  თეატრებზე ვაკეთებთ აქცენტს და ერთადერთი გამონაკლისი თუ შეიძლება ითქვას  არის ხარაგაულის თეატრი, რომელიც  არაფრით არ ჩამოუვარდება თავის შემოქმედებით სახელმწიფო სტატუსის მატარებელ თეატრებს . ის ნამდვილად ასრულებს იმ ეროვნულ მისიას , რისთვისაც უნდა არსებობდეს თეატრი. ყოველი სპექტაკლი რაც მის რეპერტუარშია ორინეტრიბულია შემეცნებაზე, ეროვნულ იდენტობაზე, თვითმყოფადობაზე, ეროვნული ცნობიერების გაღრმავებაზე. ძალიან  მიხარია, რომ ხარაგაულში ასეთი დონის  ადამიანები  არიან,  რომლებიც ქმნიან თეტარალურ ფესტივალს რეგიონში. ხარაგაულის თეატრი არის მკვეთრად გამორჩეული და განსხვავებული სხვა სტატუსების მატარებელ თეატრებს შორის და ეს აისახება იმ უამრავ ჯილდოზე და  ნომინაციებზე, რომელიც თეატრს  მიღებული აქვს სხვა წლების განმავლობაში.“

მწვავე სოციალურ თემაზე დაფუძნებული,  ძალიან თანამედროვე და აქტუალური - ასე აფასებს ნერონ აბულაძე დრამატურგის, მაკა კაკულიას პიესას.

,,მინდა გითხრათ, რომ ის პრობლემა, რომელიც  სპექტაკლშია დასმული, არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ტკივილი და ტრაგედია. მოგეხსენებათ, რომ თეატრალები და ხელოვანები მეტაფორის ენაზე მეტყველებენ, და შესაბამისად, ეს ოჯახი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც   სახელმწიფო მოდელი, რომელიც  დგას გზაგასაყარზე, სადაც  ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და არის გაუცხოება. თუმცა ძალიან მომწონს ოპტიმისტური ფინალი, ის ძირითადი  ღირებულებები, სულიერი ფასეულეობები, რაზედაც არის დაფუძნებული ურთიერთობები, იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული, რომ მიუხედავად კონფლიქტისა ოჯახი არ იშლება . ვფიქრობ, როგორც ეს ოჯახი, ჩემი ქვეყანაც , მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა მივა საბოლოო შეთანხმებამდე და უკეთეს ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალში.  

საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში  თითქმის 6 წელია მიმდინარეობს პროექტი  ,,ტელესპექტაკლები“, რომლის  მიზანია, რეგიონების თეატრების სპექტაკლები შეინახოს, როგორც ისტორია.

სპექტაკლი წლის განმავლობაში 4 ჯერ იქნება ნაჩვენები და მას ფართო მაყურებელი იხილავს.

ირინე ჩხეიძე, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი

,,პროექტი  ,,ტელესპექტაკლი" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიხარია,რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი თეატრის სამი სპექტაკლი ჩაიწერა.ეს ჩემთვის როგორც რეჟისორისათვის  და მსახიობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაივლის წლები და ჩვენი მომავალი თაობები ამ სპექტაკლებით გაიცნობენ ხარაგაულის თესტრის დასის წევრებს. ეს ჩვენი დთევანდელობაცაა და ჩვენი ისტორიაც.  მოხარული ვართ,რომ ჩვენ იმ დიდი ისტორიის ნაწილი ვართ,რასაც ხარაგაულის 120 წლის თეატრი ქვია. მადლობა აჭარის ტელევიზიას და ნერომ აბულაძეს ამ დიდი საქმისათვის.  მადლობა გადაღების რეჟოსორს გია დიასამიძეს და მთელ გადამღებ ჯგუფს. მახსოვს ,,დარისპანის გადაჭირი" შვიდჯერ იქნა ნაჩვენები. ამ პროექტის საშუალებით უამრავმა ადამიანმა ნახა და გაიცნო ხარაგაულის თეატრი.“

,,ტელესპექტაკლების“ გადამღები ჯგუფი სამომავლოდ ხარაგაულს ,,იმერული რექვიემის“ გადასაღებად ესტუმრება.

 

ნანახია: 1410 - ჯერ