სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/236833864_3151068518473633_617840365459012165_n.jpg

ხარაგაულში იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ამირან გამყრელიძე ადგილზე გაეცნობა

ორშაბათს , 25 ოქტომბერს ხარაგაულში  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ელოდებიან. ამირან გამყრელიძე კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს,  ადგილზე გაეცნობა და მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდვითარებას შეაფასებს.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:

,,  იგეგმება დაბის მოსახლეობასთან შეხვედრა. სამიზნე ჯგუფი იქნება ის ოჯახები, რომლებიც არ არიან ჩართულები იმუნიზაციის პროცესში, ვფიქრობთ მათთან გასაუბრებას და ინფორმირებას ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.  ამავე დროს, მოხდება ბორითისა და და ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის პროცესის ადგილზე გაცნობა და დაკვირვება.

 

ნანახია: 863 - ჯერ