22 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში ონლაინ რეჟიმში ჩაერთვებიან.
ჩემპიონატის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა და მასში ხარაგაულიდან 74 მოსწავლე გადავიდა. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.