სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/imgonline-com-ua-twotoone-LRs2mUZoySLSZg.jpg

ხარაგაულის მერია დიდვაკის მრავალბინიანი სახლის აივნების რეაბილიტაციას ახორციელებს

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვარლამ ჭიპაშვილი: ხელისუფლება ასრულებს დაპირებას. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, დიდვაკის მაცხოვრებლებისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა.

ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული  მიმართულებაა.

 ჩვენ 2022  წელს საკმაოდ  დიდი თანხების მობილიზებას შევძლებთ ინფრასტრუქტურის  მიმართულებით  და ხარაგაულში არაერთი პროექტი განხორციელდება. დიდვაკე არის  დასახლება, სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა,  მაგრამ ჩვენი ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა ,რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ჩვენ  მხოლოდ პრობლემის სიმძიმეს ვითვალისწინებთ და არა ამომრჩეველთა რაოდენობას.“

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი:  დიდვაკის დაზიანებულ მრავალსართულიან ბინაში ამ დროისთვის 19 ოჯახი ცხოვრობს.პროექტის ღირებულება 201 850 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ადგილობრივი მაცხოვრებლები კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში შეძლებენ ცხოვრებას.“

შეგახსენებთ , რომ დიდვაკეში ასევე  დასრულდა სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია,  ამჯერად მიმდინარეობს  ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა.

აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა.

 

 

ნანახია: 1644 - ჯერ