სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kkasjdjda1234jlanslfnalsf.JPG

ლეღვანში, ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ ლეღვანში, ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

 

ბეტონის საფარის დაგება გზის 1076 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს, პროექტი გარდამავალია, მიმდინარე წელს 200 000 ლარის სამუშაოები შესრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 250 077 ლარია.

 

 მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი

,, ვფიქრობ, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია  ძალიან მნიშვნელოვანი  პროექტია, როგორც  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე მომლოცველებისთვის.

 მერის, კობა ლურსმანაშვილის მხრიდან გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის მოთხოვნა  და ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.

 ლეღვანში აღნიშნული ინფრასტრუქტურული  პროექტის განხორციელებას  ასევე აქტიურად უჭერდა მხარს  საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე.

 ეს არის სოფელი , სადაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

უკვე დასრულდა, სოფელ ლეღვანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გასწვრივ საყრდენი კედლის/გაბიონის მოწყობა, რომელიც 147 445 ლარით დაფინანსდა.

 

რეაბილიტირებულია ლეღვან - მარელისის დამაკავშირებელი გზა.

მარელისი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - პროექტზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ცისკაძეების საუბნო გზის  რეაბილიტაცია .

დიდვაკეში ასევე  დასრულდა სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია, ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა.

 

აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა.

ამჯერად მიმდინარეობს დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნების რეაბილიტაცია - პროექტის საერთო ღირებულება - 201 850 ლარი;

განხორციელების პროცესშია კიკაბოურის უბანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული  ხიდის აღდგენა/მშენებლობა.  პროექტის ღირებულება 349 349 ლარია.

 

 

ნანახია: 932 - ჯერ