სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/771234.png

 სექტემბრის თვეში სოციალური პროგრამებით  520-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

სექტემბრის თვეში სოციალური პროგრამებით  520-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ხარაგაულის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67892 ლარი გაიცა.

 ადმინისტრაციული დაპირებით დაკმაყოფილდა  69 განცხადება, თანხით 45485 ლარი.

 ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით  9 ოჯახმა ისარგებლა, რისთვისაც 1100 ლარი გაიცა.

 ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამით 236 განცხადება  28650 ლარით დაკმაყოფილდა.

 სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების ქვეპროგრამით ანგარიშსწორება მოხდა - 47 განცხადებაზე და სამკურნალო დაწესებულებებში გადაირიცხა  28848 ლარი.

შშმ პირთა მკურნალობის მიზნით შემოსულ 2 განცხადებაზე  1634 ლარი.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში 3 განცხადება 500 ლარით დაკმაყოფილდა.

 მარტოხელა მშობლის დახმარება - 1 განცხადება  200 ლარი.

ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით შემოსული 5 განცხადებაზე 900 ლარი გაიცა.

 ხარაგაულის მერიის სოციალურ პროგრამებში, ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამებით მოსარგებლეა 148 ბენეფიციარი. მათ შორის, დიალეზზე მყოფი პაციენტების დახმარება მიიღო 13  პირმა, რისთვისაც 1950  ლარი გაიცა.

უსინათლო პირთა დახმარების პროგრამით ისარგებლა  78 პირმა თანხით  2340 ლარი.

 შშმ პირთა მომვლელის დახმარების მიზნით 36 პირზე 1140 ლარი გაიცა. 

 დევნილთა დახმარების პროგრამით 18 პირს  540 ლარი ჩაერიცხა.

სამამულო ომის ვეტერანის დახმარების პროგრამით ისარგებლა 3 ვეტერანმა -  90 ლარი.

სექტემბრის თვეში, ხარაგაულის მერიას, დახმარების გაწევის მიზნით, 351 ადამიანმა მიმართა.

 

 

ნანახია: 1623 - ჯერ