სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/fgjhnc.JPG

27 სექტემბერი - 28 წელი სოხუმის დაცემიდან! 

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით დევდარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.  ომში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი - საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.

 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები ხარაგაულიდან! 

 გელა კაპანაძე - 20 წლის

 პაატა თაბაგარი - 21 წლის

 თეიმურაზ ბაბლიძე - 23 წლის

 მამუკა თაბუკაშვილი - 20 წლის

 თენგიზ ჭიპაშვილი - 40 წლის

 ზურაბ(ხვიჩა) მუმლაძე - 25 წლის

 არსენ ბერაძე - 29 წლის

 ნოდარ თავზარაშვილი - 31 წლის

 ხვიჩა ჭყოიძე - 29 წლის

 გოჩა ჩადუნელი - 19 წლის

 კობა გელაშვილი - 21 წლის

 თამაზ ლომიძე - 19 წლის

 ალექსანდრე მდინარაძე - 21 წლის

 მერაბ გელაშვილი - 33 წლის

 როინ პავლაძე - 23 წლის

 ალექსანდრე ბერაძე - 23 წლის

 გიორგი ლურსმანაშვილი - 22 წლის

 ზურაბ გელაშვილი - 30 წლის

 სამუელ ჭყოიძე - 22 წლის

 იოსებ პაქსაშვილი - 20 წლის

 რეზო ვეფხვაძე - 24 წლის

 ზაზა გლუნჩაძე - 29 წლის.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ნანახია: 1452 - ჯერ