სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/cvb.jpg

ხარაგაულის მერიასა და რეგიონალური ინიციატივების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრს - „ნათელი მომავალი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით დევდარიანმა მოაწერა.

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „საჯარო მმართველობის რეფომის მონიტორინგის სისტემის შემუშავება.“ პროექტში იმერეთის რეგიონდან  ექვსი მუნიციპალიტეტი: ხარაგაული, ქუთაისი, ზესტაფონი, ტყიბული, ხონი და სამტრედიაა ჩართული.

ევროკავშირისა და ეუთოს ერთობლივი ინიციატივა SIGMA (Support for Improvement in Governance and Management)  საქართველოში მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობას გულისხმობს. საჯარო მმართველობის რეფორმა  ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ადგილობრივ თვითმმართველობასა და საჯარო ფინანსების მართვას.

პროექტის ფარგლებში,  IRC-ს მიერ შემუშავებული  მეთოდოლოგიისა და ინდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების ჩართულობა შეფასდება. პროექტის მთავარი მიზანია მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასება, პოტენციური მონაწილეებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, განხორციელებული საბიუჯეტო პროცესების შესწავლა და  დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის შედეგებისა და შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა.

ნანახია: 1731 - ჯერ