ხარაგაულის  მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, აქტიური სამუშაოები იწყება ძირულა - ხარაგაულის მონაკვეთზე არსებულ სამ ლოკაციაზე, სადაც სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებული იყო. 
   
  ეს მონაკვეთებია: ცენტრალური მაგისტრალიდან - ძირულის ხიდამდე, ძირულის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ძირულიდან სოფელ ლაშის ეკლესიამდე  არსებული გზა. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე სამუშაოებს   კომპანია black sea group-ი განახორციელებს.    
   
  ინფორმაციისთვის,  ძირულა - ხარაგაული- მოლითი - ფონა- ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, გზის გასწორხაზოვნება მოხდა ჩუმათელეთი - წიფის მონაკვეთზე ,  ამჯერად ანალოგიური სამუშაოები ჩაუტარდება სოფელ წიფა - მოლითის დამაკავშირებელ გზას.