სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0408.JPG

ხარაგაულის მერიამ 19 სოფელში წყლის რეზერვუარების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიამ 19 სოფელში სასმელი წყლის ავზების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  46 ათას 355 ლარი არის გათვალისწინებული.

სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა ასევე პოლიეთილენის მილების შეძენაზე. 73 ათასი ლარის ღირებულების მილი, სოფლებში საჭიროების მიხედვით გადანაწილდება.

ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, მერია აქტიურად გეგმავს მიწისქვეშა წყლების მოძიებას და ჭაბურღილების მოწყობის გაგრძელებას,    რომ მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხები გააუმჯობესოს  იქ, სადაც  ამ კუთხით ყველაზე მწვავე პრობლემა დგას.

დავით დევდარიანი: ,,ჩვენგან დავალება მიეცათ  წარმომადგენლებს, რომ სოფლებში წყალთან დაკავშირებული  ყველაზე პრობლემური საკითხები შეესწავლათ. სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა პოლიეთილენის მილებისა და წყლის ავზების შეძენა, რომლებიც ლოკალურად მოაგვარებს ამჟამად ადგილზე არსებულ სასმელი წყლის პრობლემებს. როგორც მოგეხსენებათ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობა. ეს ლოკაციებია ლახუნდარა , სადაც ორი ჭაბურღილი კეთდება, ასევე წყალაფორეთი, ვარძია , ზედუბანი. ვინაიდან ბუნებრივი მოვლენების გამო წყლის დებეტი თითქმის ყველგან შემცირებულია, ჩვენ ალბათ წავალათ იმ გზით, რომ იქ სადაც ყველაზე მწვავე პრობლემებია მიწისქვეშა წყლები მოვიძიოთ."

სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად საჭირო პლასტმასის, ვერტიკალური, ორ შრიანი (გარედან ლურჯი შიგნიდან თეთრი) ავზები 19 სოფელში გადანაწილდება. ეს სოფლებია:

1.ზვარე  - 2 -0.22 ტონიანი ; 2 -3 ტონიანი;

  1. წიფა - 1 – 0,5 ტონიანი; 1 – 2 ტონიანი;
  2. ბაზალეთი - 3 – 1 ტონიანი ; 1 – 5 ტონიანი;
  3. ბორითი - 5- 1 ტონიანი;
  4. კიცხი - 3 – 1 ტონიანი ; 2- 2 ტონიანი;
  5. ლაშე - 1 – 1 ტონიანი ; 1 – 2 ტონიანი;
  6. ლეღვანი - 2 -1 ტონიანი ; 2 – 3 ტონიანი;
  7. სარგვეში - 1 – 1 ტონიანი; 1 – 3 ტონიანი;
  8. ფარცხნალი - 2 – 1 ტონიანი;
  9. ღორეშა - 1 – 1 ტონიანი; 1 – 2 ტონიანი; ღორეშა - 1 – 3 ტონიანი;
  10. თეთრაწყარო - 1 – 3 ტონიანი; 1 – 5 ტონიანი;
  11. ქვები - 1 – 2 ტონიანი;
  12. ხევი - 2 – 2 ტონიანი; 2 – 3 ტონიანი;
  13. ნადაბური - 1 - 3 ტონიანი ; 3 – 5 ტონიანი;
  14. საღანძილე - 4 – 3 ტონიანი;
  15. გოლათუბანი - 1 – 3 ტონიანი;
  16. ვარძია - 1 – 5 ტონიანი;
  17. საღანძილე - 1 – 10 ტონიანი;
  18. წყალაფორეთი 3 – 10 ტონიანი;

ტენდერი 13 აგვისტოს გამოცხადდა და 25 აგვისტოს დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავზების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

 

ნანახია: 1254 - ჯერ