სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_67.jpg

ხარაგაულის სოფლებში ნარჩენების შეგროვებისთვის დამატებით 102 ურნა განთავსდება

ხარაგაულის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ ნარჩენების შეგროვებისთვის ახალი 102  ურნა შეიძინა.

ვარლამ ჭიპაშვილი: ,,გამოვყავით მიზნობრივი დაფინანსება  50 ათასი ლარი,რომ სოფლებში განთავსების მიზნით, ახალი ნაგვისურნები შეგვეძინა. ვფიქრობთ, მოსახლეობა კმაყოფილია ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ მუშაობით.

ხარაგაულის მერია კიდევ შეძლებს დამატებით თანხების მობილიზებას ,ურნების ახალი პარტიის შესაძენად,  რადგან ის რესურსი , რაც გვაქვს საკმარისი ნამდვილად არ არის. გარემოს დაცვა ჩვენი ერთ ერთი მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტია და შესაბამისად მოსახლეობისთვის ამ ტიპის სერვისის მიწოდება და გაუმჯობესება ჩვენი ვალდებულებაა.

ბესო კვირიკაშვილი:

კონსოლიდირებული ტენდერით შევიძინეთ 102 ცალი ურნა, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდება.

ვფიქრობ, ჩვენი მომსახურების არეალს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 50 ახალი წერტილი დაემატება. ურნები დაიდგმება იქ სადაც ქაოტური ნაგავსაყრელები გვაქვს, ასევე ახალი წერტილები გაჩნდება იმ სოფლებში, სადაც ბეტონის გზა გაკეთდა. მოხდება ძველი ურნების ჩანაცვლებაც, ნაწილი  დაემატება იმ უბნებში , სადაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს მოთხოვნა.

ნანახია: 1299 - ჯერ