სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_65.jpg

ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ბაზალეთში , ნანიტაშვილების უბანში გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და მოადგილემ დავით დევდარიანმა.  ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი  პროექტი განხორციელდა , სოფელში მაინც რჩებოდა რთული მონაკვეთები, რომლებიც ჩვენგან შესაბამის ყურადღებას და რეაგირებას ითხოვდა.  ასეთი იყო ნანიტაშვილების უბნის მაცხოვრებლებისთვის, გზის ეს მონაკვეთი. მიხარია, რომ დაპირება შესრულდა. სოფელში კვლავ რჩება მოსაწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის რეაბილიტაცია ხარაგაულის მერიის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით 2022 -23 წლებში მოხდება.“

 დავით დევდარიანი:

,,სოფელ ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში , ბეტონის საფარი  გზის 1000 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.  პროექტი  გარდამავალი იყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა  წინსწრებით დასრულდა.”

ადგილობრივი მაცხოვრებელი, მზია ნანიტაშვილი:

,,ძალიან ცუდი გზა იყო ამ მონაკვეთზე, ლამის გაუვალი იყო ეს ადგილი , გადაადგილებაში გვიშლიდა ხელს, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და ეს პრობლემა ჩვენთვის მოგვარდა.“

 პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 244 622 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოებს ,,შპს ალპედე“  ასრულებდა.

 

ნანახია: 1057 - ჯერ