სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0330.jpg

სად შეხვდებიან საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებს და სად განთავსდება საარჩევნო-სააგიტაციო მასალები

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები დაამტკიცეს.

როგორც სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ , მანანა ბარბაქაძემ განმარტა აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გამოკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, პოლიციისა და სასამართლოს ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე საგზაო ნიშნებზე.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები , საკრებულოს წევრებს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო, რომელმაც აღნიშნა , რომ სააგიტაციო მასალების გამოსაფენად განსაზღვრულ თითოეულ ადგილზე საარჩევნო სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილით.

განსაზღვრულ სააგიტაციო მასალების გამოსაფენ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი)

საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს 2 ცალით;

შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო

მასალის ჩამოხსნა.

სხდომაზე ასევე განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილები.

იხილეთ: დანართი

ინფორმაციისთვის, 2021 წლის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე სიახლე იქნება ოლქების დამსხვილება, რის საფუძველზეც ხარაგაულში მუნიციპალიტეტში 20-ის ნაცვლად 11   სამაჟორიტარო ოლქი იქნება.

ეს სამაჟორიტარო ოლქებია:

1.დაბა;

2.ბაზალეთი, ლაშე, ღორეშა,სარგვეში;

3.ვარძია, წყალაფორეთი, ხიდარი;

4.კიცხი, ფარცხნალი;

5.ლეღვანი, ვახანი;

6.წიფა, ზვარე;

7.ხევი, ნადაბური;

8.ბორითი;

9.ხუნევი;

10.საღანძილე;

11.მოლითი.

 

ნანახია: 1291 - ჯერ