ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც ხარაგაულის სოფლების დონეზე მუნიციპალური ქონების აღრიცხვას მოიცავს უკვე დაიწყო და კერძო აუდიტის ჩართულობით მიმდინარეობს. ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი , პროცესის უშუალო ხელმძღვანელია.
დღეს ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხასა და საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სხდომაზე იმ ერთეული ტექნიკის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია , რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატება.
საპრივატიოზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატა შემდეგი მოძრავი ქონებები: ,,ავტომანქანა ,,ზილი“ , ტრაქტორი ,,ბელარუსი“, ტრაქტორი დეტე75 , სახნავი გუთანი კულტივატორი.
ვარლმა ჭიპაშვილი: ,, ეს ოთხი მოძრავი ქონება უნდა დაემატოს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას, რაზედაც საკრებულს თანხმობა გვსურს. ეს არის მუნიციპალური ქონება, რომლის პრივატიზება გადაწყვიტა მერიამ. არსებობს აუდიტის დასკვნა,რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ , თითოეული მათგანი, მათი მდგომარეობის გამო, მუნიციპალური ინტერესებისთვის ვეღარ იქნება გამოყენებული და აუდიტის დასკვნის მიხედვით, უმეტესი მათგანი შეფასებულია როგორც ჯართი.“
საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ განმარტა, რომ საკითხს თან ერთვის აუდიტის დასკვნები და შეფასებები, რომელსაც საკრებულოს წევრები დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ გაეცნონ.
ვარლამ ჭიპაშვილმა აუდიტის მიერ შეფასებული საპრივატიზებო ქონება, საკრებულოს ახალი განფასებით წარუდგინა. ,,ავტომანქანა ,,ზილი“ 2400ლარი, ტრაქტორი ,,ბელარუსი“ 1500 ლარი, ტრაქტორი DT75 – 4200ლარი , სახნავი გუთანი კულტივატორი-1200 ლარი.
ასევე საკრებულოს ეთხოვა, ახალი ცვლილებით საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანილ მოძრავ ქონებას ,,გაზ-66“ აუდიტის ახალი გადაფასებით ნაცვლად 3100 ლარისა, ღირებულება 2100 ლარად განესაზღვროს.
,,ინვენტარიზაციის პროცესი მიდის და გთხოვთ ხელი შეგვიწყოთ, რომ სამართლიანად წარიმართოს ეს პროცესი. შეიქმნა შესაბამისი კომისია, მოვიწვიეთ კერძო აუდიტი, მათი ჩართულობით მოხდება ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა, დავიწყებთ სოფლების შემოვლას, ყოველთვის იწყებოდა ეს პროცესი , მაგრამ ბოლომდე არ მიდიოდა. ჩვენ დავიწყეთ ახლა და გპირდებით ,,სტიკერების“ დაკვრაზე არ გავჩერდებით.“- აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.