სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/GettyImages-175730782-960x540.jpg

სოციალური მიმართულება - ხარაგაულის მერიის მთავარი პრიორიტეტი


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური პროგრამებით ივნისი - ივლისის თვეში 730 ადამიანმა ისარგებლა და საერთო ჯამში 150 ათას 593 ლარი გაიცა.

მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ სოციალური თემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტია. ,,ხარაგაულის ადგილობრივი ბუჯეტიდან სოციალური მიმართულებით მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ამ კუთხით თანხები კვლავ გაიზრდება. საკრებულოს უკვე მივმართეთ საბიუჯეტო ცვლილების მოთხოვნით , რის საფუძველზეც სოციალური პროგრამების დაფინანსება 150 ათასი ლარით მოიმატებს.“

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ვართ მოტივირებულები მაქსიმალურად ვიმუშაოთ და მოვიცვათ მოქალაქეების ის საჭიროებები, რაც მათ აწუხებთ და შევეხიდოთ მათ პრობლემების გადაჭრაში. აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, სოციალურ საკითხთა და სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა კომისია. კომისიური მუშაობის ფორმატში აქტიურად განვიხილავთ შემოსულ განცხადებებს და დროულ და ეფექტურ რეაგირებას ვახდენთ მოსახლეობის მომართვიანობაზე“.

თუ რა სახის დახმარებები გაიცა ხარაგაულის მერიის მიერ ივნისის და ივლისის თვეში, ინფორმაციას, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე გვაწვდის.

ივნისის თვეში შემოსულია 191 განცხადება.

ადმინისტრაციული დაპირება გაიცა - 65განცხადებაზე 39800 ლარის ოდენობით.

ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 55 განცხადება - 9850 ლარი.

სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება -

6 განცხადება 1200 ლ.

სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარება - 30 განცხადება 17591 ლარი.

შშმ პირთა მომვლელის დახმარება--39 განცხადება 1620 ლარი.

ბინის ქირით უზრუნველყოფა -5 ოჯახი - 600 ლარი.

დიალეზზე მყოფი პაციენტების დახმარება - 13 კაცი 2100 ლარი.

უსინათლო პირთა დახმარება - 79 განცხადება 2370 ლარი.

დევნილთა დახმარება - 18 კაცი 540 ლარი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა დახმარება - 4 კაცი 120 ლარი.

 

 

სულ დახმარება გაეწია 314 კაცს, 75791 ლარის ოდენობით. ასევე, ივნისის თვეში სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე კომისიამ ერთი მოქალაქე განცხადება 3000 ლარით დააკმაყოფილა.

 

ივლისი თვეში შემოსულია 172 განცხადება.

ადმინისტრაციული დაპირება გაიცა - 45განცხადებაზე 26182 ლარის ოდენობით.

ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 95 განცხადება-- 15500 ლარი.

სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარება - 89 განცხადება 54400 ლარი.

ახალშობილთა ოჯახების დახმარება - 13 განცხადება 2250 ლარი.

გარდაცვლილი დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვა - 1 განცხადება 250 ლარი.

მარტოხელა მშობლების დახმარება - 3 განცხადება 300 ლარი.

მარჩენალდაკარგულთა ოჯახების დახმარება - 2 განცხადება 400 ლარი.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - 8 განცხადება 1900 ლარი.

18 წლამდე შშმ პირთა დახმარება - 3 განცხადება 1600 ლარი.

შშმ პირთა მომვლელის დახმარება - 40 განცხადება 1200ლარი.

ბინის ქირით უზრუნველყოფა - 5 ოჯახი - 600 ლარი.

დიალეზზე მყოფი პაციენტების დახმარება - 13 კაცი 1950 ლარი.

უსინათლო პირთა დახმარება - 78 განცხადება 2340 ლარი.

დევნილთა დახმარება - 18 კაცი 540 ლარი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა დახმარება - 3 კაცი 90 ლარი.

სულ დახმარება გაეწია 416 განცხადებას 109502 ლარის ოდენობით.  

ივლისის თვეში სტიქიის შედეგადა დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთ 67   ოჯახის განცხადება დაკმაყოფილდა, რაზედაც  52300 ლარი გაიცა.

 

ნანახია: 938 - ჯერ