სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0540.JPG

ხარაგაულის მერი ზვარეში, სადაც გზა პირველად კეთდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, მოადგილე დავით დევდარიანთან ერთად, სოფელ ზვარეში, სადაც გზა პირველად კეთდება, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.  

 კობა ლურსმანაშვილი:

,,სოფელ ზვარეში, რომელიც  მაღალმთიანი სოფლის  სტატუსით სარგებლობს, წლების განმავლობაში არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიგეგმა ეს პროექტი და მთის ფონდიდან  გამოყოფილი 650 ათასი ლარი, მთლიანად მოხმარდება ამ გზის რეაბილიტაციას.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გარდამავალია მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ წელს სრულად დაასრულებს გაისად შესასრულებელ სამუშაოებსაც, რასაც მივესალმები და მადლობა მათ ამ ინიციატივისათვის.

ზვარე გახლავთ საკურორტო ზონა ,სადაც გზის რეაბილიტაციას სხვა სახის ინფრასტრუქტურული  პროექტებიც მოყვება.  აქ მდებარეობს წარსულში არსებული ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც მუნიციპალიტეტს გადმოეცა და ამჯერად სასამართლო დავის ქვეშ არის. ვფიქრობ, დასრულდება ეს დავები და საზოგადოებას  ახალ, სერიოზულ პროექტებს, შევთავაზებთ, რომელიც როგორც დასაქმების, ისე ეკონომიკური აქტივობის და ახალგაზრდების მობილიზების კუთხით  ზვარესთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

აღსანიშნავია რომ, მთის საბჭოს წევრი გახლავთ, ჩვენი მაჟორიტარი, ბატონი პაატა კვიჟინაძე, რომლის წვლილიც ძალიან დიდი გახლავთ, არამარტო ზვარეში, ზოგადად ხარაგაულში მიმიდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით.

 ვფიქრობთ გუნდური მუშაობა შედეგს  ყოველთვის   იძლევა. საკრებულო, მერია, მაჟორიტარი დეპუტატი და მთავრობა ერთად ვახერხებთ დავძლიოთ ის პრობლემები, რაც  ჩვენ მოქალეებს გააჩნიათ.“

 სოფელ ზვარეში ბეტონის საფარი 1500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 650 000 ლარია.

ნანახია: 687 - ჯერ