სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0733.jpg

ხარაგაულის მერი მოლითში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანთან ერთად, სოფელ მოლითში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

კობა ლურსმანაშვილი

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ჩვენ 43 სოფელში ვახორციელებთ გზების მობეტონება - მოასფალტებას. დამატებით ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა , სადაც მილიონის ლარის ფარგლებში დაიხარჯება თანხები პროექტებზე, რომელიც სოფლის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას მოხმარდება.“

სოფელ მოლითში ბეტონის საფარი 1 600 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 235 056 ლარია.

 

 

ნანახია: 798 - ჯერ