სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/social-capital1.jpg

მაისის თვეში სოციალური პროგრამებით 330 ბენეფიციარმა ისარგებლა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში , მაისის თვეში, სოციალური პროგრამებით

330  ბენეფიციარმა ისარგებლა და საერთო ჯამში 77 ათას 322 ლარი გაიცა.

კონკრეტულად რა პროგრამებით ისარგებლებს მოქალაქეებმა მაისის თვეში

ინფორმაციას ამის შესახებ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე გვაწვდის.

ადმინისტრაციული დაპირება გაიცა 60 განცხადებაზე, რაც  36969 ლარის ოდენობით გაწეულ თანადაფინანსებას მოიაზრებს.

ხანდაზმულთა (100 წელს გადაცილებულთა პირთა) დახმარების მიზნით დაკმაყოფილდა  1 განცხადება - 500 ლარი.

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამიდან მაისის თვეში   9 ოჯახმა 1550 ლარი მიიღო.

სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის  - 400

გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვისთვის 250 ლარი.

ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით შემოსული 66 განცხადებაზე  11700 ლარი გაიცა.

მარჩენალდაკარგულთა დახმარების მიზნით - 900 ლარი.

სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარებისთვის - 46891 ლარი

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - 450 ლარი

შშმ პირთა დახმარება - 1625 ლარი.

კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა დახმარება - განცხადება 996 ლარი.

ბინის ქირით უზრუნველყოფა - 900 ლარი.

სამამულო ომში მონაწილე პირთათვის - 800 ლარი.

დიალეზზე მყოფი პაციენტების დახმარება  -  2340 ლარი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა დახმარებისთვის - 120    ლარი.

 უსინათლო პირთა დახმარება - 2340 ლარი.

 შშმ პირთა მომვლელის დახმარება - 1140 ლარი.

დევნილთა დახმარება - 540 ლარი

ნანახია: 1236 - ჯერ