სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0165.JPG

ორშაბათის ტრადიციული თათბირის მთავარი თემები

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი,მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, ერთად ახალი კადრების წარდგენით დაიწყო.

კობა ლურსმანაშვილმა,  კოლეგებს, მერის წარმომადგენლის პოზიციაზე  ხევში, ოლეგ ხაჩიძე, ხოლო წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, როინ გელაშვილი წარუდგინა.

მერმა, წარმომადგენლებს  საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცა და მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციიისკენ მოუწოდა.

 მერმა თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. წარმომადგენელების ინფორმაციით, ხელშეკრულებები შემსრულებელ კომპანიებთან გაფორმებულია.

 როგორც თათბირზე აღინიშნა, მერის ბრძანებით ,  წარმომადგენლები აღნიშნულ პროექტებზე ზედამხვედველებად დაინიშნენ და ისინი უშაუალოდ შეძლებენ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაკონტროლებას.

კობა ლურსმანაშვილი:  ,,ბევრი წვალება აქვს გავლილი ამ პროგრამას, რომ მოსულიყო ხალხთან, ეს არ არის კომერციული თვალსაზრისით ვინმესთვის მომგებიანი პროექტები. ეს არის სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტი, მისი შესრულებისას იმით უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ განხორციელდეს ეფექტურად და სოფელს ჰქონდეს ხარისხიანად გაკეთებული გზის, განათების, თუ წყლის გამოყენების შესაძლებლობა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის არსიც ამაში მდგომარეობს.“

 თათბირზე, სოციალური თემატიკის განხილვისას აღინიშნა რომ სოციალური პროგრამებით სარგებლობისას მოქალაქეთა მხრიდან შემოსულ  განცხადებებს აუცილებლად უნდა ერთვოდეს  მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

კობა ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მხრიდან სოციალური პროგრამებით სარგებლობა, უშუალოდ წარმომადგენლებთან კომუნიკაციით უნდა ხდებოდეს.

 თათბირზე განცხადება გააკეთა მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა.

 ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უშუალოდ ბავშვთა უფლებების კოდექსის აღმასრულებელია.

განყოფილების უფროსის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა მოხდეს  ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, სადაც ბავშვებს  მხარდაჭერა სჭირდებათ.

,,ასეთი ინფორმაცია უნდა შეგროვდეს,  ბაზა უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხა ამ ოჯახების მხარდასაჭერად გავითვალისწინოთ, თუ გონივრული ეჭვი არის სადმე რომ ბავშვთა უფლებები ირღევა გვთხოვთ გვეთანამშრომლოთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია“ –მიმართა თეა ბერიძემ მერის წარმომადგენლებს.

განყოფილება ფსიქოლოგის დანიშვნის შემდგე ოჯახებში გასვლას და მათთან მუშაობს გეგმავს.

ქვეყნის მასშტაბით ქუჩების რეგისტრაცია და მათთვის სახელების მინიჭების პროცესი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით თათბირზე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა  გააკეთა განცხადება და მერის წარმომადგენელებს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების რაოდენობის დაზუსტება , და მათგან რამდენ ქუჩას  უნდა მიენიჭოს სახელი იმის გარკვევა  მოსთხოვა.

 

 

 

 

 

ნანახია: 1188 - ჯერ