19-20 ივნისს “რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“ (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ხარაგაულში მეექვსედ გამართავს სამხატვრო პლენერს - "გამა". პლენერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში რესტორანი "მარანი“-ს ეზოში გაიხსნება და დაიხურება.
ტრადიციისამებრ, პლენერის გახსნის შემდეგ, მხატვრები ერთი დღე-ღამის განმავლობაში ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში, იმერულ ოჯახებში, იცხოვრებენ. შექმნიან მხატვრულ ტილოებს და ეზიარებიან იმერული სტუმარ-მასპინძლობის მადლს.
პლენერის გახსნის და დახურვის დღეს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები მხატვართათვის და დამსწრე საზოგადოებისთვის კონცერტებს გამართავენ.
პლენერის 19 ივნისს, 11 საათზე, გახსნება და 20 ივნისს, 14 საათზე, დაიხურება.