სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.JPG

დიდვაკეში არსებული მძიმე მდგომარეობა უნდა შეიცვალოს - აცხადებს ხარაგაულის მერი

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოადგილესთან, დავით დევდარიანთან, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების უფროსთან, ბესო კვირიკაშვილთან და თანაშემწესთან , ჟანა ნემსაძესთან ერთად დიდვაკის მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და ბინის ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

პრობლემის შეტყობინების მიზნით, პირველი შეხვედრა მერსა და ბინის მაცხოვრებლებს შორის ხარაგაულის მერიაში შედგა.

შეხვედრის შემდეგ, მერი, კობა ლურსმანაშვილი, უშუალოდ დაინტერესდა მდგომარეობით, დიდვაკის  საცხოვრებელი კორპუსი დავით დევდარიანთან და ბესო კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა, ბინის მაცხოვრებლებს გაესაუბრა  და პრობლემის სირთულიდან გამომდინარე მათ დასახმარებლად სრული მზაობა გამოხატა.

 ბინის საყრდენი ბოძები დაშლილია, ხის აივნები-დაზიანებული, რომელსაც სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება.

გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა , რომ ბინას  ასევე არ აქვს წყალარინების სისტემა, რაც საცხოვრებელ პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს.

ხარაგაულის მერი თვლის, რომ ბინის მაცხოვრებლები, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე მოკლებულნი არიან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობას და სრული დაფინანსების შეთავაზებას მერიის ვალდებულებად მიიჩნევს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი

,,ჩვენ დიდვაკის დასახლებაში, საერთო საცხოვრებელი დავათვალიერეთ , სადაც 19 ოჯახი ცხოვრობს. ბინის მაცხოვრებლებს ერთი მხრივ,  პრობლემა აქვთ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მეორე მხრივ , არ აქვთ წყალანირების სისტემა. ეს ყველაფერი მძიმე საცხოვრებელ პირობებს ქმნის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე პრობლემის გადაჭრის მიზნით, პროექტირების, ხარჯთაღრიცხვის და ფინანსების  მოძიების სამუშაოები ჩავატაროთ. აქ  საკმაოდ მძიმე სამუშაოა შესასრულებელი, რომელსაც დრო დასჭირდება , მაგრამ ეს დრო და ფინანსები ნამდვილად ღირს იმად, რომ ჩვენ მოქალაქეებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. მერიის საერთო გადაწყვეტილებაა აქ არსებული მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს.ეს პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც  წლებია აქ ცხოვრობენ , ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ. სახელმწიფო სტრუქტურებთან ,მთავრობასთან ერთად მერიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად დავასაბუთებთ ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობას, მთავრობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე, რომ ფონდებიდან თანხა მოვიზიდოთ."

ინფორმაციისთვის, სულ ახლახან ხარაგაულის მერიამ დიდვაკეში ორი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

 შეგახსენებთ, რომ დიდვაკის დაზიანებულ მრავალსართულიან ბინაში ამ დროისთვის 19 ოჯახი ცხოვრობს.

ნანახია: 933 - ჯერ