სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0671.JPG

ხარაგაულში საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა

ხარაგაულში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიხსნა.  ტრადიციული საგაზაფხულო -  სააღდგომო გამოფენა   მერის პირველმა მოადგილემ,  ვარლამ ჭიპაშვილმა და მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ  დაინტერესებულმა პირებთან ერთად დაათვალიერეს.

  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წრეების მუშაობის ფორმატში  შექმნილი ნაქარგები, ხატები, თექის ნამუშევრები, ხისგან დამზადებული ნაკეთობები  და სხვადასხვა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული აქსესუარები. 

ასევე ლალი ალექსიძის , ირმა ყრუაშვილი, ირმა ბუაჩიძის, ნინო ფერაძის, ნინო ყიფშიძის და მანანა თხელიძის   მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.

 ვარლამ ჭიპაშვილი:

 ,, საკმაოდ მრავალფეროვანი ნამუშევრებია. ამ ადამიანების შემოქმედებას  დაფასება და ყურადღება სჭირდება.  ვისურვებდი რომ დღის სინათლე იხილოს ყველას შემოქმედებამ. კულტურა და განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი პიორიტეტული მიმართულებაა, რისთვისაც ნამდვილად ძალიან დიდი თანხები იხარჯება და რაც შეიძლება მეტი ეფექტი უნდა მივიღოთ. კულტურის სამსახური ცდილობს ორგანანიზება გაუკეთოს ასეთ შეხვედრებს, თუმცა კიდევ მეტი ღონისძიება და აქტიურობა გვჭირდება. გვაქვს გარკვეული გეგმები, ვიმედოვნებ რომ პანდემია ჩაცხრება, სიმშვიდე გვექნება და მრავალი ასეთი ღონისძიების მოწყობის საშუალება გაჩნდება.“

,, დღევანდელი გამოფენა სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში მიმდინარე მუშაობის ერთგვარი დათვალიერებაა. სასიამოვნო გარემო შეიქმნა , ადამიანები მონატრებულები არიან  ასეთ შეხვედრებს , გამოფენა რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს“ - აღნიშნავს კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე.

 

ნანახია: 184 - ჯერ