სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/19113787_1920342308211951_7194103540783727209_n_1.jpg

მთის განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 650 000 ლარი გამოეყო

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  მასშტაბური  ინფრასტრუქტურული  პროექტების  განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალმთიან   დასახლებებში მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სწორად ამიტომ მაქსიმუმი კეთდება  იმისათვის,  რომ   მოსახლეობა სოფლად  დამაგრდეს.

ხაზგასმით  შეიძლება  აღინიშნოს,  რომ   საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის  მაჟორიტარი  დეპუტატის,  პაატა  კვიჟინაძის,   დიდი  ძალისხმევითა  და  აქტიური  მუშაობით,     მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტს  650 000   ლარი    გამოეყო.  მოგახსენებთ, რომ პაატა კვიჟინაძე საქართველოს  პარლამენტში  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და  ამავდროულად,  მთის განვითარების ეროვნული საბჭოს  წევრია.  მისასალმებელია, რომ  მაჟორიტარი  დეპუტატი  მაქსიმალურად  ჩართულია  ხარაგაულისათვის  პრობლემური   საკითხების მოგვარებაში   და ამ  მიზნით, კოორდინირებულად  მუშაობს  სამინისტროებთან და  სხვადასხვა ფონდებთან.

მაღალმთიანი  დასახლებების  განვითარების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით  გედსამანიისა  და   ზვარის  გზების  რეაბილიტაცია  განხორციელდება,  სადაც ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა,  ყოველივე  კი  ადგილობრივებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.  

ინფორმაციისთვის,   გედსამანიაში   ცენტრალური გზა  2016  წელს  მობეტონდა,  თუმცა    დარჩა  გარკვეული  მონაკვეთი  და  მოსახლეობის  მოთხოვნით,  ამჯერად კეთილმოწყობილი   გზა  სოფელში  არსებულ  ღვთისმშობილის  სახელობის   ტაძრამდე  მივა.

მთის  განვითარების ფონდიდან   გადმოცემული თანხების  ათვისება   წლის ბოლომდე მოხდება.

 როგორც  ხარაგაულის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი განმარტავს, ამ  ეტაპზე  მიმდინარეობს  ტექნიკური  საკითხების  მოგვარება  და  ზემოაღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,   ტენდერი  უახლოეს  დღეებში  გამოცხადდება.

ხარაგაულის  მერის  ინფორმაციით,  საერთო  ჯამში,   მიმდინარე  წელს    მუნიციპალიტეტში   ინფრასტრუქტურული  პროექტების  მოსაწესრიგებლად,  ათ    მილიონ  ლარამდე     დაიხარჯება.

 

ნანახია: 1974 - ჯერ