სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0259.JPG

ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ სოფლის პროექტები განიხილა

29 მარტს გამართულ ხარაგულის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება, ინფრასტრუქტურული პროექტები და საშტატო ნუსხაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხების განხილვას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

პირველი საკითხი სოფლის მხარდაჭერის პროექტების დამტკიცებას ეხებოდა, რომელიც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა. პეტრე შარიქაძის ინფორმაციით სოფლებში მცირე პროექტებისათვის გაიხარჯება 1 083 000 ლარი, რომელშიც მერიის თანადაფინანსება 193 000 ლარს შეადგენს, საერთო ჯამში სოფლებში განხორციელდება 156 პროექტი.

მეორე საკითხი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა, რომელმაც დეპუტატებისგან თანხმობა მოითხოვა  მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით ამ ეტაპზე საჭიროა შვიდი თანამშრომლის დამატება ხელშეკრულებით, რომელთაგან სამი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, სპეციალისტებად დაინიშნებიან, ოთხი კი-მერიაში.

 კახა გოლუბიანის განმარტებით მერიის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება შემდეგში უნდა  ჩამოყალიბდეს სამსახურად და საჭიროა ორი ახალი შტატის შექმნა-პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის.

 სხდომაზე ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხარგაულს გამოეყო მილიონ ორასი ათასი ლარი, რომელიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. კერძოდ გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას.

ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით აღნიშნული თანხა მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზიანებული გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციას. „მიუხედავად იმისა, რომ პანდემიას ვებრძვით, ვახერხებთ პარალელურად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასაც. თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, იაქტიურა მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ და მან ამ დაფინანსების მიღებაში დიდი წვლილი შეიტანა“

სხდომაზე წარდგენილ საკითხებს მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, 30 მარტის რიგგარეშე სხდომაზე  დაამტკიცებს.

ნანახია: 1952 - ჯერ