სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/163595835_3043121029268383_8839274851771322716_o.jpg

კობა ლურსმანაშვილმა სოფლის კრებების შემაჯამებელი შეხვედრა ჩაატარა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შეჯამებით დაიწყო.
როგორც მერმა აღნიშნა, სოფლის საერთო კრება ჩატარდა მუნიციპალიტეტის 79-ივე სოფელში, შედგა კრებების ოქმები და ყველა მცირე პროექტი უკვე აღრიცხულია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.
 საერთო ჯამში, 2021 წელს, ხარაგაულში სოფლის პროექტებით 156 მცირე პროექტი გაკეთდება.
 კობა ლურსმანაშვილმა, პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზეც ისაუბრა და წარმომადგენლებს ამ კუთხით მაქსიმალური კონტროლისკენ და მონიტორინგისკენ მოუწოდა.
„ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სოფლის პროექტების შერჩევა. ახლა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვინ იქნება ინდ/მეწარმე, ვისთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რა გამოცდილება აქვს. ამის პირად კონტროლზე აყვანას ვავალებ პირველ მოადგილეს, ვარმლამ ჭიპაშვილს. ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის პროექტებისთვის დაახლოებით 200 000 ლარამდე დავამატეთ და საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მოსახლეობასთან დროულად უნდა მივიდეს სიკეთე და ამავე დროს ხარისხიანად შესრულებული. სოფლის პროექტების მიმდინარეობას ორგანიზებას კვლავ დავით დევდარიანი გაუწევს და წარმომადგენლებს მათთან ექნებათ უშუალო კონტაქტი“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
ნანახია: 2138 - ჯერ