სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0438.JPG

ხარაგაულში პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის მორიგი სოციალური აქცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, პანდემიის პირობებში დაზარალებული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების ნაკრების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
 აღნიშნულ პროცესებს ორგანიზება გაუწია მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელების პერიოდში მერიამ რამდენიმე ეტაპიანი სოციალური აქცია განახორციელა, ეს დახმარება კი, ძირითადად იმ პირებისთვის განისაზღვრა, ვინც ვერცერთ მოწყვლად ჯგუფში ვერ მოხვდა.
 დღეიდან, ორი დღის განმავლობაში საკვები პროდუქტების ნაკრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 500 ოჯახი მიიღებს, რომლის გაცემაშიც აქტიურად არიან ჩართულები მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
 
 
ნანახია: 2057 - ჯერ