სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/159649608_816530452409208_544061310517341997_n.jpg

ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში საერთო კრებები ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში ფონა, წიფა, გოლათუბანი და გუდათუბანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები ჩატარდა. 

მოსახლეობასთან შეხვედრებს ხარაგაულის მერის მოადგილე დავით დევდარიანი უძღვებოდა.

წიფაში, სდაც მოსახლეობამ 16 000 ლარი უნდა გახარჯოს, წყლის სისტემების რეაბილიტაცია ასევე, წყლის მილების და ავზის შეძენა გადაწყვიტეს. 

გოლათუბანში 10 000 ლარით  გარე განათების მოწყობა და წყლის სისტემის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება.

გუდათუბანში წყლის სათავე ნაგებობის და ცენტრალური გზის მოხრეშვა-გასწორხაზოვნების პროექტი შეარჩიეს, რაზეც 10 000 ლარი გაიხარჯება.

ფონაში კი, ასევე, 10 000 ლარით წყლის სისტემების რეაბილიტაცია დაიგეგმა. 

ნანახია: 1618 - ჯერ