სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/153142155_157901742715690_5761569584131115028_n.jpg

ვახანის მოსახლეობა სოფლის მცირე პროექტებისთვის 32 000 ლარს დახარჯავს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა ვახანის თემში გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი უძღვებოდა.
 მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში შემდეგი პროექტები განხორციელდება:
 სოფელ ვახანში 12 ათასი ლარის ფარგლებში იგეგმება - ვახანის ციხემდე გზის შეკეთება, ცხადაძეების საუბნო გზის მობეტონება და წყლის მილების შესყიდვა ინასარიძეების უბნისთვის. ვახანის მაცხოვრებლები ასევე, კუთვნილი თანხის ნაწილს სოფელ სერბაისთან საერთო პროექტის განხორციელებას მოახმარენ, რითაც წყლის სისტემის მოწყობას გეგმავენ. რაც შეეხება სერბაისის 10 000 ლარიდან დარჩენილ თანხას, მოსახლეობა სოფელში ცხაურის მოწყობას გეგმავს.
 სოფელ ზედუბანში 10 ათასი ლარის ფარგლებში ჭაბურღილის მოწყობას გეგმავენ. დავით დევდარიანის ინფორმაციით, რადგან ეს თანხა ჭაბურღილის მოწყობისთვის არასაკმარისია, სავარაუდოდ, აქაც ფინანსური შესძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება მოხდება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში მუნიციპალიტეტს 890 000 ლარი გამოეყო. მოსახლეობასთან შეხვედრები წინასწარ გაწერილი გრაფიკით იმართება და 16 მარტს დასრულდება. ამის შემდეგ კი გამარტივებული შესყიდვით პროექტების განხორციელება დაიწყება.
ნანახია: 1835 - ჯერ