სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0444.JPG

ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, შესაძლოა, დაბის ცენტრალური ქუჩა არ გაიჭრას

დღეს  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთისა  და  რაჭა-ლეჩხუმის  რეგიონალური  ფილიალის  უფროსს,  მამუკა  ქვათაძესა   და  ამავე  ორგანიზაციის    ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერს,   ტარიელ ავალიშვილს  შეხვდა.  

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  წარმომადგენლებმა   დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს  დაბა ხარაგაულის უწყვეტი  წყალმომარაგების  ფარგლებში  მიმდინარე სამუშაოების  შესახებ    და  მერთან  ერთად  არსებულ  გამოწვევებზე  იმსჯელეს.

მხარეები  შეჯერდნენ, რომ  პროექტის ფარგლებში   დაგეგმილი ლეღვნის სათავე ნაგებობიდან დაბა ხარაგაულში შემომავალი წყლის სისტემის მაგისტრალის რეაბილიტაციის  პერიოდში,  არ  მოხდეს  დაბის  ცენტრალური  ქუჩების    გადათხრა. ხარაგაულის  მერმა,  კობა  ლურსმანაშვილმა,  კომპანიის წარმომადგენლებს  სამუშაოების  განსახორციელებლად  ალტერნატიული  გაზა შესთავაზა.

როგორც ბ-ნმა  მამუკამ   განმარტა,  ის  უშუალოდ  შეხვდება  პროექტანტებს  და  აღნიშნულ  საკითხს მათთან  ერთად  განიხილავს.  მამუკა  ქვათაძე იმედს  გამოთქვამს,  რომ  შესაძლებელი  იქნება  პროექტში  ცვლილების  განხორციელება,  რაც  საშუალებას  მისცემს  შემსრულებელ  კომპანიას,  უფრო  მოკლე  დროში  დაასრულოს  სარეაბილიტაციო  სამუშაოები.

ხარაგაულის  მერმა   სოფელ  თეთრაწყაროს  წყალმომარაგების  საკითხზეც  ისაუბრა  და  დასვა  საკითხი- ხომ არ  იქნება  შესაძლებელი,  პროექტის დასრულების  შემდეგ, მოხდეს   ამ სოფლის  წყალმომარაგებაც.

მამუკა  ქვათაძემ მზადყოფნა  გამოთქვა, რომ   წყლის  დებეტის  არსებობის  შემთხვევაში,   ეს  საკითხი   დადებითად  გადაიჭრას.

დასასრულს,  კობა  ლურსმანაშვილმა   კოორდინირებული   თანამშრომლობისათვის   სტუმრებს   მადლობა  გადაუხადა  და  ხაზგასმით  აღნიშნა, რომ   გაერთიანებული  წყალმომარაგების  კომპანია  უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. 

 ხარაგაულის  მერის  ინფორმაციით, ამ   მასშტაბური  პროექტის  განხორციელებაში  უდიდესი  წვლილი  მიუძღვის  საქართველოს  მთავრობას,  განსაკუთრებით კი   რეგიონული  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის მინისტრს  მაია  ცქიტიშვილს, ასევე   საქართველოს  გაერთიანებული   წყამომარაგების კომპანიის  დირექტორს გრიგოლ    მანდარიას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულელებს უახლოეს მომავალში ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ და პრობლემა, რომელიც ამ დრომდე მწვავედ დგას მოსახლეობის წინაშე - აღმოიფხვრება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამუშაოები   აგვისტოში  დასრულდება  და    საერთო  ჯამში 3 916 930 ლარი დაიხარჯება.  რაც შეეხება მუნიციპალიტეტის  სოფლების  წყალმომარაგებას,  მერია  ამ  საკითხზე აქტიურად მუშაობს  და   ეტაპობრივად,   ყველა  ადმინისტრაციულ  ერთეულში,   პრობლემა  გადაიჭრება.“-განმარტა  ხარაგაულის მერმა.

მოგახსენებთ,  რომ   ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში ორი ჭაბურღილი მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლეღვნის სათავე ნაგებობიდან დაბაში შემომავალ 14-კილომეტრიან მაგისტრალს. გარდა ამისა, სამუშაოები ითვალისწინებს: წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, ორი ახალი აუზის, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. ასევე გაკეთდება ახალი რეზერვუარები და შეიცვლება კორპუსებში წყალმომარაგების საერთო სარგებლობის შიდა გაყვანილობა.

ნანახია: 121 - ჯერ