სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0385.JPG

16 თებერვლიდან ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება იწყება

ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული გამოწვევების ერთ სივრცეში განხილვას ემსახურება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა ჩაატარა.
 შეხვედრის მთავარი თემა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გახლდათ.
 სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის მუნიცპალიტეტში, ხვალიდან, 16 თებერვლიდან იწყება და პირველი შეხვედრები ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდება.
 კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ პირველ ეტაპზე, მოსახლეობა წარმოადგენს საპროექტო წინადადებებს, რომლის განხილვაც მოხდება სოფლის საერთო კრებაზე და შედგება კრების გადაწყვეტილების ოქმი.
 საერთო კრებების დასრულების შემდეგ ოქმებს განიხილავს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.
 ამის შემდეგ, გამარტივებული შესყიდვით იწყება , სოფლის მცირე პროექტების გაკეთება.
წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მცირე პროექტების მოწყობა 890 000 ლარით დაფინანსდა.
სოფლის კრებების გრაფიკი და გამოყოფილი თანხები იხილეთ ლინკზე:
ნანახია: 174 - ჯერ