ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლას სრული კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტის ფარგლებში მოხდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, გარემონტდება საკლასო ოთახები, კეთილმოეწყობა ფასადი და სველი წერტილები. სკოლის ახალი შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული და ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
მარელისის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაცნენ მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე შარიქაძე.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების შემთხვევაში მოსწავლეები, დროებით, ამავე სოფლის დაწყებითი განათლების სკოლის შენობით ისარგებლებენ.
მარელისის საჯარო სკოლაში დღეის მდგომარეობით 80 მოსწავლე სწავლობს.