სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%202.jpg

წყალაფორეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოფელ წყალაფორეთში გაბეხაძეების საუბნო გზის მშენებლობას გაეცნო.
პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს აღნიშნული გზის მშენებლობა სოფლის საბავშვო ბაღის უბანში გაგრძელდება.
„ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს ვახორციელებთ. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვეცნობი.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერიის შესაბამის სამხურებთან ერთად, მაქსიმუმს აკეთებს, რომ დაწყებული პროექტები დროულად დასრულდეს.
მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრები ეფექტურად ავითვისოთ და მოსახლეობამდე სიკეთე დროულად მივიდეს.
ვეცდებით დამატებითი სახსრები მოვიზიდოთ და შესაძლებლობის ფარგლებში დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნები!“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
ნანახია: 1586 - ჯერ