ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვებში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
       მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სასოფლო გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
       ბეტონის საფარის მოწყობა 1 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 187 999 ლარს შეადგენს.
       სოფელში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქვების ცენტრალური გზა სრულად რებილიტირებული იქნება