სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0485.JPG

ბიუროს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს, 27 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა.

ბიუროს წევრებმა ორი საკითხი მოისმინეს.

ეს საკითხებია 

1. ინფორმაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის
დამტკიცების შესახებ.

მომხს: პეტრე შარიქაძე

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების
შეტანის თაობაზე.

მომხს: ვლადიმერ გელაშვილი

აღნიშნული საკითხები 30 ნოემბრის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევიდა დასამტკიცებლად!

ბიუროზე ასევე, ინფორმაცია გააკეთა იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა - N48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად კობა ლურსმანაშვილის არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე.

 

ნანახია: 2088 - ჯერ