სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0989.JPG

საკრებულომ 2021 წელს ხარაგაულში განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცა

9 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა.

სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2021 წელს ხარაგაულში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა წარადგინა. 

სულ განხილულ იქნა 32 პროექტის დაფინანსება, რომლის სავარაუდო თანხა 6 მილიონ ლარს აღემატება. 

ხარაგაულის მერიის და საკრებულოს ერთობლივი მუშაობით, 2021 წელს პრიორიტეტი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მიენიჭა, თუმცა პროექტებში ასევე ჩასმულია მრავალბინიანი კორპუსების ფასადების მოწესრიგება და სოფელ მოლითში საზოგადოებრივი ცენტრისთვის შენობის რეაბილიტაცია. 

2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი

  1. სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები, ეკლესიები) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი;
  2. სოფელ გედსამანიის გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი;
  3. სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოჭოურის უბანი) – პროექტის სავარაუდო ღირებულება - 120 000 ლარი;
  4. სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გორგაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 130 000 ლარი;
  5. სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ფაბრიკის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი;
  6. სოფელ მაქათუბნის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი;
  7. სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბაქარაშვილების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 60 000 ლარი;
  8. სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხელიურის უბანი) – პროექტის სავარაუდო ღირებულება - 211 500 ლარი;
  9. სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი II ეტაპი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი;
  10. მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია - 500 000 ლარი;
  11. სოფელ მოლითში სოფლის სახლის მოსაწყობათ შენობის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 350 000 ლარი;
  12. სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია (I ეტაპი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი;
  13. სოფელ ვახანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი;
  14. ღორეშა - მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი;
  15. სოფელ ხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხევიჯვრის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი;
  16. სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი;
  17. სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბუდიანეთის და პატარა ვარძია) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი;
  18. სოფელ ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (კავილაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 350 000 ლარი;
  19. სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჩხიკვაძეების და პაპიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 250 000 ლარი;
  20. სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (III უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი;
  21. სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია (II უბანი) – 100 000 ლარი;
  22. სოფელ ნადაბურში ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ხიდის მშენებლობა - 70 000 ლარი;
  23. ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი;
  24. სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი;
  25. სოფელ საღანძილეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი;
  26. სოფელ საღანძილეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (საღანძილის თავის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი;
  27. სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი;
  28. ზედა ლაშე - საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი;
  29. სოფელ ზვარეში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი;
  30. სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჯორტების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 60 000 ლარი;
  31. სოფელ სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი;
  32. სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 250 000 ლარი.
ნანახია: 2790 - ჯერ