სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/122013209_2915311145382706_7667657483663206398_o.jpg

ანგარიში ხალხს-რა გაკეთდა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში

ხარაგაულის ცენტრიდან ერთ-ერთი ახლომდებარე ადმინისტრაციული ერთეულია-ლაშე. სოფელი, რომელიც მდიდარია თავისი ისტორიული წარსულითა და არქეოლოგიური აღმოჩენებით.
სწორედ ამ მშვენიერ ადმინისტრაციულ ერთეულზე წარმოგიდგენთ რუბრიკას "რა გაკეთდა" და ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გაგაცნობთ, რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას პრობლემები ნაწილობრივ მოუგვარდა.
ლაშის ადმინისტრაციული ერთეული ხარაგაულიდან 5 კილომეტრში, მდინარე ჩხერიმელას ხეობაში, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მიმდებარედ მდებარეობს.
ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ხუთი სოფელი: ლაშე, უჩამეთი, ლაშის იგორეთი, ღვერკი და ხემაღალი.
მოსახლეობის რაოდენობა 900 ადამიანს შეადგენს.
სოფელი ლაშე ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVI-საუკუნეში სახელწოდებით როგორც - მლაშე.
აღნიშნული სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ვერძის ქანდაკება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით VII-V საუკუნეებით თარიღდება. ასევე ლაშის ტერიტორიაზეა შემორჩენილი, უძველესი, პალეოლითის ხანის დროინდელი "დევისხვრელი", რომელიც სოფელი უჩამეთის ტერიტორიის მახლობლად, ხანდების კლდეში მდებარეობს.
გასულ წელს ლაშის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ასევე ცარცული პერიოდის მოლუსკები.
სოფელს ხემაღალი ალბათ იმ ტერიტორიაზე ტანმაღალი ხეების არსებობის გამო დაარქვეს.
ლაშის ადმინისტრაციული ერთეული ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრით არ გამოირჩევა, თუმცა სოფელ ღვერკში არსებობს მარმარილოსებრი კირქვის საბადო.
სოფელ ლაშეში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ხარაგაულში. სკოლა მეცენატი მღვდლის, სიმონ მჭედლიძის ინიციატივით აშენებულა.
სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები მეფუტკრეობას, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევენ. ლაშეში მრავალი წლის წინ გამოყავდათ რუხი ფუტკრის იშვიათი ჯიში.
მაშ ასე, რა გაკეთდა ლაშის ისტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფელ ლაშეში მოეწყო ბეტონის გზა, რამდენიმე მონაკვეთზე, რომელმაც საერთო ჯამში 5 კილომეტრზე მეტი შეადგინა.
იგორეთში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა კვირიკაშვილების უბანში, გაკეთდა სათაო და წყლის შემკრები ავზები;
სოფელ ლაშეში მიმდინარეობს გაზიფიცირება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირით 120 მოსახლე ისარგებლებს.
ასევე, სრულდება საავტომობილო ხიდის მშენებლობა, მდინარე ჩხერიმელაზე, რომელიც ორ სოელს უკავშირდება.
სოფელ იგორეთში დაიგო ბეტონის გზა 2 450 მეტრზე;
ლაშეში მდინარე ჩხერიმელაზე მოეწყო საფეხმავლო ხიდი.
სოფელ იგორეთში კვირიკაშვილების უბნისთვის შეიძინეს წყლის ტუმბო.
იგორეთში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები.
იგეგმება 2 500 მეტრზე საქარიქედი-იგორეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება.
სოფელ ხემაღალში მობეტონდა 3 კმ-მდე ცენტრალური და საუბნო გზები.
მობეტონდა 2 კმ საუბნო და ცენტრალური გზა სოფელ ღვერკში.
უჩამეთში 1 300 მეტრზე მობეტონდა სოფლის ცენტრალური და საუბნო გზა.
დამონტაჟდა გარე განათების სისტემა ხემაღალში.
ასევე, სოფელ უჩამეთში მოეწყო გარე განათება;
ნანახია: 1289 - ჯერ