სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/121497520_642842246600140_3063639668959220630_n_1.jpg

ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში მუნიციპალიტეტში რიგით მეოცე საბავშვო ბაღი გაიხსნა.

გედსამანიაში სოფელში არსებული მზარდი კონტიგენტიდან გამომდინარე გასულ წელს სკოლამდელი მზაობის ჯგუფი დაარსდა, წელს კი ადგილობრვი ბიუჯეტის დაფინანსებით შესაძლებელი გახდა საბავშვო ბაღის გახსნა.

გედსამანიის საბავშვო ბაღში დღეს 20-მდე აღსაზრდელი მიიღეს.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, 12 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცივე საბავშვო ბაღში ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ყველა საბავშვო ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით, დაცულია საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ნანახია: 34 - ჯერ