სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A6.jpg

დოღი და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა ხარაგაულში

 5 სექტემბერს, ხარაგაულში, ხიდრის და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით, დოღი გაიმართა.

საცხენოსნო გარბენი საქარიქედის მინდვრებზე სამ ტურად ჩატარდა. ფინალში გადასული ექვსი ცხენოსანიდან პირველი ადგილი ჩრდილელმა უჩა შველიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მასპინძელი სოფელ ხიდრის მკვიდი ზურაბ ჩაჩანიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი კვლავ ჩრდილელი მერაბ თიაკანაშვილი გახდა.

ღონისძიების ფარგლებში, დოღის დასასრულს, ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო. გაიმართა ღვინის კონკურსი, რომელშიც ყველაზე მეტი მოწონება ხიდრელი ჯამბულ ხეცაძის ღვინომ დაიმსახურა.

სოფლის მოსახლეობის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
დაესწრნენ.

ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გამარჯვებულები სიგელებით და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოეს.
ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა პირველ ადგილოსანს თასი გადასცა.

კიცხის ზონაზე გამართული ღონისძიებების მხარდამჭერი გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.

ნანახია: 1554 - ჯერ