სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/116879428_2842051356042019_1808115871371640322_o.jpg

რა გაკეთდა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს პარასკევია და როგორც დაგპირდით, სოფლებში განხორციელებული პროექტების სერიას გაგაცნობთ, ამჯერად სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში-2013 წლიდან შესრულებულ პროექტებს წარმოგიდგენთ. ასევე წარმოგიდგენთ დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც, ახლო მომავალში იგეგმება.
 
სარგევეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელი შედის: სარგვეში, ხორითი, საბე და მირონწმინდა (წითელი ხევი). ხარაგაულიდან სარგვეშის ცენტრამდე მანძილი-11 კმ-ია. ტერიტორია-1419, 21 ჰე-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 662 მაცხოვრებელი.
 
სოფელი სარგვეში მწვანეში ჩაფლული პატარა ადმინისტრაციული ერთეულია, რომელზეც არაერთი ლეგენდა და ისტორიული ნარკვევი არსებობს. სარგვეშში აღმოჩენილია უძველესი ძვირფასი განძი, რომელიც III საუკუნით თარიღდება. იგი „სარგვეშის განძის“ სახელწოდებით არის ცნობილი. (ვერცხლის ბარძიმი, ოქროს სხვადასხვა ფორმის 3 ბეჭედი, თვლებით ინკუსტრირებული სამაჯური, ოქროს ხატის უღელი და ვერცხლის კოვზი). განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის ბარძიმი, რომელზეც სასანიანთა დინასტიის მეფეთ-მეფე ბაჰრამ II , მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრეა გამოსახული.
 
სოფელ სარგვეშში არსებობს 1885 წელს აგებული „ქაშვეთის“ წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც თურმე ორი ბერძენი ხუროთმოძღვრის მიერ ყოფილა აგებული.
 
სოფელზე მიედინება მდინარე „ყარნები“ აღნიშნული სახელწოდება მდინარის მახლობლად მომხდარ ბრძოლას უკავშირდება, რომელიც ოსმალებსა და ქართველებს შორის გამართულა.
 
სოფელი სარგვეშში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტიები, კერძოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია- ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის 11-კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსაცდელებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობა.
 
ასევე ცისკაძეების უბანში მიმდინარეობს საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მშენებლობა;
 
დაიწყო სოფლის ცენტრალურ უბანში გარე განათების დამონტაჟება;
 
მიმდინარეობს სარგვეშის საბაზო სკოლის სველი წერტილების მოწყობა;
 
დაიწყო და დროებით შეჩერებულია ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია;
 
აქვე გაგაცნობთ უკვე დასრულებულ პროექტეთა ნუსხას;
 
სოფელში აშენდა და კეთილმოეწყო ბიბლიოთეკის შენობა;
 
კეთილმოეწყო ელექტრო წისქვილი;
 
მოეწყო ცენტრალური უბნის წყლის სისტემა;
რეაბილიტირდა საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი შენობა;
 
სოფლის ცენტრში მოეწყო სველი წერტილი;
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი აუშენა სოფელი სარგვეშის მაცხოვრებელს.
 
სოფელი საბე მდებარეობს მდინარე ყარნების მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 500 მ-ზე.
 
სოფლის მშვენებაა XVIII საუკუნის, ხანდების ქვით ნაგები, დარბაზული ტიპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
 
საბეში, ზეკვადის უბანში არის მიწა, რომელიც გამოიყენება, საპნების, შამპუნების, კრემების, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების დასამზადებლად, ხოლო ვარძანეთის უბანში არის კანის დაავადებებისათვის სამკურნალო წყალი.
 
სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბეში 2013 წლიდან როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედა, ასევე ხარაგაულის მერიამ ორ ადგილობრივ ოჯახს, საცხოვრებელი სახლები შეუძინა.
 
აშენდა ორი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, საბე-მაღალოურის და ვეფხვაძეების უბნის დამაკავშირებელი;
 
მობეტონდა საბე-სარგვეშის საავტომობილო გზა 3800 მ-ზე;
 
მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაეცათ სასმელი წყლის მილები;
 
პერიოდულად რამდენჯერმე შეკეთდა საუბნო გზები;
 
ამჟამად მიმდინარეობს გარე განათების სისტემის დამონტაჟების სამუშაოები;
 
სოფელი ხორითი სოფელ ხორითში ცნობილია მარამარილოსებრი კირქვების საბადო.
 
სოფელში არის შუა საუკუინეების „ღვათაების“ ეკლესიის ნანგრევები და წმინდა გიორგის XVII ს. ეკლესია.
 
სოფელ ხორითში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხორითი-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის 500მ-იან მონაკვეთს, ამ ეტაპზე პროექტი დასრულებული არ არის და სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
 
აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი.
 
რეაბილიტაცია ჩაუტრდა გრძელიძეების, ასათიანების, ღონღაძეების, კალანდაძეების, ნავაძეების საუბნო გზებს.
 
მოეწყო ეკლესიასთან მისასვლელი გზა;
 
მოსახლეობას დაურიგდა სასმელი წყლის მილები;
 
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხორითი-ღვერკის 1500მ-იანი მონაკვეთის მობეტონების სამუშაოები;
 
სოფელი მირონწმინდა მდებარეობს მდინარე ყარნების ხეობაში, ზღვის დონიდან 560 მ-ზე. ხარაგაულიდან 6 კილომეტრის დაშორებით.
 
სოფელში არის „მირონწმინდის“ წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.
 
სოფელში აშენდა და მოეწყო წისქვილი;
 
ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე აშენდა ხიდ-ბოგირი;
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა საუბნო გზებს;
 
მოეწყო ბეტონის საფარი-260 მ-ზე;
 
მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად დაურიგდა წყლის მილები;
 
ამჟამად მიმდინარეობს გარე განათების მოწყობა;
 
სარგვეშის ადმინისტარციულ ერთეულში დაგეგმილი პროექტებს განეკუთვნება:
 
სოფელ სარგვეშში დაგეგმილია: გარე განათების დასრულება, საუბნო გზების კეთილმოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
 
სოფელ საბეში: საუბნო გზების კეთილმოწყობა და გარე განათების დამონტაჟება.
 
სოფელი ხორითი: ხორითი-სარგვეშის საავტომობილო გზის დასრულება და წყლის სისტემის მოწესრიგება;
 
სოფელ მირონწმინდაში: გარე განათების დასრულება და საუბნო გზების რეაბილიტაცია;
 
ნანახია: 2555 - ჯერ