სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/logo-1.png

ხარაგაულში საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის გზშ საჯარო განხილვა გაიმართება

2020 წლის 8 სექტემბერ,  17:00  საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფ. ციცქიურის სარიტუალო სახლის შენობაში,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით  გაიმართება  საჩხერე-ხარაგაულის დამაკვშირებელი სოფ. ლიჩიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძე E60 ცენტრალურ მაგისტრალამდე) საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა,  რომელიც ხორციელდება   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია  თანდართულ დკუმენტებთან ერთად  განთავსებულია და  შეგიძლიათ გაეცნოთ სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზე.

 

 

ნანახია: 2351 - ჯერ