სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%93.jpg

100 %-იანი გრანტი ხარაგაულიდან ოთხმა აბიტურიენტმა მიიღო

ეს საამაყო გოგო-ბიჭები ხარაგაულიდან სახელმწიფო გრანტის მფლობელები გახდნენ.

87 სტუდენტიდან დაფინანსება სხვადასხვა სასწავლებლებში 12-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მათ შორის 100 პროცენტიანი გრანტი მიიღო, დაბის #2 საჯარო სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა - თამარ ჭიპაშვილმა და ლიზა ბარბაქაძემ. ასევე, ანა ყურაშვილმა მოლითის საჯარო სკოლიდან და ნიკა ბერაძემ ბორის საჯარო სკოლიდან. 

70 პროცენტიანი გრანტი მიიღო ნია გორგაძემ, რომელმაც ბორითის საჯარო სკოლა დაამთავრა.

50 პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვეს დაბის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონიკა ბუცხრიკიძემ და ნათია ბურჯანაძემ, ასევე მარიამ ტალახაძემ მოლითის საჯარო სკოლიდან, ლუკა ბერაძემ ხიდრის საჯარო სკოლიდან, სალომე რიკაძემ ბორითის საჯარო სკოლიდან, ანა მესხმა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებული სახელობის გიმნაზიიდან და სალომე მაჭავარიანმა ბორის საჯარო სკოლიდან. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!

ნანახია: 1541 - ჯერ