ხარაგაულში, 24 აგვისტოს სისხლის უანგარო დონაციის აქცია "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა.
აქციაში მონაწილე ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და კვლევების შედეგები პირადათ ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი,ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.)
აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შ.პ.ს „სისხლის გადასხმის სამოქალაქო სადგურმა" განახორციელა.
აქცია ხარაგაულის მერიის შენობაში ჩატარდა და სისხლი უანგაროდ ოცზე მეტმა დონორმა გასცა. მათ შეძლეს და გადაარჩინეს სიცოცხლე.