სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება და მერიის ორი სამსახურის ანგარიში განიხილეს

17 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება და მერიის ორი სამსახურის ანგარიში მოისმინეს.

სხდომაზე კახაბერ გოლუბიანმა (ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)  ადმინისტრაციული  სამსახურის მიერ  ექვსი თვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა და  საკითხის ირგვლივ, ბიუროს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

 ბიუროს წევრებმა ასევე, მოისმინეს მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა, გიორგი ჭყოიძემ წარადგინა. გიორგი ჭყოიძის განცახდებით, საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა აუდიტორული შემოწმება განახორციელა ხუთ ა(ა)იპ-სა და მერიის ორ სამსახურში, თუმცა პანდემიის გამო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული რამდენიმე ორგანიზაციის შემოწმება ვერ მოხერხდა,

საბიუჯეტო ცვლილების შესახებ ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

მისი განმარტებით ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას საწვავის შესაძენად ესაჭიროება- 18 000 ლარი და  ნაგავმზიდი ავტომობილის შესაძენად 30 000 ლარი.

ბიუროს წევრების განმარტებით საკითხთან დაკავშირებით საჭიროა მსჯელობა გაგრძელდეს, ვინაიდან სჯობს მუნიციპალიტეტმა ახალი ავტომობილი შეიძინოს და ამისთვის თანხა დაემატოს.

ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ბიუჯეტში უნდა აისახოს ასევე, ე.წ. „დევების“ მონუმენტის რეკონსტრუქციის 40 000 ლარი, ვინაიდან  მონუმენტი დაზიანებულია და შეიძლება განადგურდეს.

სხსდომაზე  ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით.

 ზწემოთ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა  საკრებულოს კომისიების სხდომებზე გაგრძელდება.

 

ნანახია: 2105 - ჯერ