სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/116388891_2837470876500067_7121625217319919435_o.jpg

სს "საქართველოს რკინიგზამ" ზვარეში შეხვედრა გამართა

დღეს სს "საქართველოს რკინიგზისა" და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ ზვარის ბაღის ეზოში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი-ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის სოფელ ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20-760-23-060 საპროექტო ცვლილების) ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

ახალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება ორი ძირითადი ცვლილება:
1) პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ზვარის მეწყერის გააქტიურება, რის გამოც პროექტის გადატანა ხდება მდინარს მარცხენა ნაპირზე.
2) თავდაპირველი პროექტის ფარგლებში მოლითის სადგური ინგრეოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს შენობა შევიდა კულტურულ ძეგლთა სიაში, რკინიგზა აღარ გაივლის პირდაპირ მოლითის სადურზე და მისი გვერდის ავლით, გავა შენობის წინ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე, რომელმაც მოსახლეობასთან ერთად კომპანიისა და სამინისტროს წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის დროს გამოწვეული მთავარი პრობლემები გააცნო. უმთავრესი პრობლემა სოფლისთვის ზვარის მჟავე წყლებია, რომლის დაკარგვისაც ეშინია მოსახლეობას, თუ დაიწყება ქანების აფეთქება. მეორე პრობლემად დასახელდა თავდაპირველი პროექტის შემდეგ დატოვებული "პირველი სანაყარო", რომელიც საფრხეს უქმნის შინაური ცხოველებისა და სოფლის მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. და მესამე პრობლემად დასახელდა გზის ამტვერება.

სამივე პრობლემაზე ისაუბრა კომპანიის წარმომადგენელმა, ნუცა კიკნაძემ.
" ძველი პროექტის შედეგად მოხდა მეწყრული სხეულის გააქტიურება და ჩამოწვა მეწყერი, ამის შემდეგ ჩატარდა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარების გეოლოგიური დასკვნები, რომელ დასკვნებშიც წერია, რომ მეწყერის სხეულის დასტაბილურების შემდეგ მოხდება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება ამ მეწყერის ან გაწმენდის ან გამაგრების შესახებ. იქამდე, სანამ მეწყერული სხეული არ განიცდის დასტაბილურებას უფრო საშიშია მასზე ხელის ხლება.

რაც შეეხება ზვარეს მინერალურ ჭაბურღილს, რომელიც დღეის მდგომარეობით გახლავთ ლიცენზირებული, ძველი პროექტით გვიწევდა სალიცენზიო ობიექტის ე.წ თხუთმეტ მეტრიან სანიტარულ ზონაში გავლა და ამით საფრთხე ექმნებოდა არსებულ ჭაბურღილს. ახალი პროექტით გადავწყვიტეთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჭაბურღილს და ჭაბურღილს მოვშორდით 17-18 მეტრით.

გზების ამტვერების პრობლემასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველთვის ვალდებულებაში გვიდებს აღნიშნული გზების მორწყვის საკითხს.

"პირველი სანაყარო", სადაც იყრება ფუჭი ქანები და რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგლებას, მისი მოწყობა დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება სანაყაროზე ფუჭი ქანების შეტანა. ამჟამად სამუშაოები 95 %-ით შესრულებულია, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოწყობა".

ნანახია: 2145 - ჯერ