ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ხარაგაულის მერიას ავტობანის (ჩუმათელეთი-ხევი (F1)მონაკვეთი)) მშენებელი ჩინური კომპანიის „China State Construction Engineering Corporation Limited”) წარმომადგენლებმა პურის ფქვილი გადასცეს.
მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, პურის ფქვილი მრავალშვილიან ოჯახებეზ განაწილდა!
25 კგ-იანი შეფუთვით ფქვილს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 111 მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს!
პურის ფქვილის დაფასოებასა და გაცემაში მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები იღებენ მონაწილეობას.