საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/90617460_972290739832295_6286000506770817024_n.jpg

ხარაგაულში დასაქმებული მარნეულელების საკარანტინო ვადა ხუთ დღეში მთავრდება

ხარაგაულში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მარნეულის მაცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია! 

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა, შმაგი ხიჯაკაძემ, ადგილზე ნახეს ის საცხოვრებელი ფართები, სადაც მარნეულელი პირები თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებიან!

ისინი თავს კარგად გრძნობენ და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

სამედიცინო შემოწმებას მარნეულის 26 მოქალაქეს დღეში სამჯერ უტარებს ოჯახის ექიმი.

ფართში, სადაც მარნეულელი მოქალაქეები იმყოფებიან დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, პირები კონტროლდებიან უსაფრთოხების თანამშრომლის მიერ.

დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საკარანტინო პერიოდში სრულად უზრუნველყოფენ დასაქმებულების კვებას და შრომით ანაზღაურებას.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს საკარანტინო პერიოდი 31 მარტს უმთავრდებათ!

ნანახია: 4325 - ჯერ